ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი სანქციებით იმუქრება


ევროკავშირი სანქციებით იმუქრება
ევროკავშირი სანქციებით იმუქრება

აფრიკის კავშირი მზად უნდა იყოს, იარაღის ძალით გადააყენოს თანამდებობიდან ხელისუფლების უზურპატორი პრეზიდენტი.

საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადებით, სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლორან გბაგბომ უნდა დათმოს ძალაუფლება, წინაღმდეგ შემთხევაში ამ ქვეყნის წინააღმდეგ ევროკავშირი სანქციებს შემოიღებს.

ბატონი გბაგბო უარს აცხადებს ძალაუფლება დაუთმოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ოპოზიციის კანდიდატს ალასანი ქუატარას, რომელმაც თავის მომხრეებს ქვეყნის დედაქალაქ აბიჯანში საპროტესტო მარშის ჩატარებისკენ მოუწოდა.

ხელისუფლების და ოპოზიციის მომხრეთა შეტაკების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. კენიის პრეზიდენტის რაილა ოდინგას განცხადებით, დემოკრატიის დასაცავად აფრიკის კავშირი მზად უნდა იყოს, იარაღის ძალით გადააყენოს თანამდებობიდან ხელისუფლების უზურპატორი პრეზიდენტი.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელი არეულობის გამო სპილოს ძვლის ნაპირის ტერიტორია 4000 - ზე მეტმა ადამიანმა დატოვა და მეზობელ ლიბერიაში გაქცევით უშველა თავს.

XS
SM
MD
LG