ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა რიჩარდ ჰოლბრუკი


გარდაიცვალა რიჩარდ ჰოლბრუკი
გარდაიცვალა რიჩარდ ჰოლბრუკი

წუხელ ვაშინგტონში 69 წლის ასაკში გარდაიცვალა ვეტერანი ამერიკელი დიპლომატი რიჩარდ ჰოლბრუკი. პარასკევს სახ-დეპში აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან შეხვედრისას ჰოლბრუკი მოულოდნელად შეუძლოდ შეიქმნა. იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს ვაშინგტონის საავადმყოფოში, სადაც 20 საათის განმავლობაში გაგრძელდა ქირურგიული ოპერაცია დაზიანებულ აორტაზე. ამას კვირას მეორე ოპერაცია მოჰყვა. სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ბატონი ჰოლბრუკის გადარჩენა. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჰოლბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა, სადაც ღრმა მწიხარებას გამოხატავს მომხდართან დაკავშირებით. მისამძიმრების წერილი უკვე გამოგზავნეს ავღანეთისა და პაკისტანის პრეზიდენტებმა.

XS
SM
MD
LG