ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანმა ორი ამერიკელი გაანთავისუფლა


თეირანმა ორი ამერიკელი გაანთავისუფლა

ირანმა ორი დაკავებული ამერიკელი მთამსვლელი გაანთავისუფლეა. ჯოშ ფატალი და შეინ ბაუერი 2009 წელს დააკავეს შპიონაჟის ბრალდებით.

დღეს, ირანელმა მოსამართლემ მათი განთავისუფლების განკარგულება მიიღო. შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლობის მანქანა ორ ამერიკელს ციხის ტერიტორიაზე ემუქრებოდა.

მთამსვლელები ერთი მილიარდი დოლარის გირაოს გადახდის შემდეგ გამოუშვეს.

ამ ფაქტს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც ადასტურებს.

ამერიკელების ადვოკატმა გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნით ადრე გამოაცხადა:

მასუდ შაფიეიმ თქვა, რომ მთამსვლელების განთავისუფლება ირანის დროით, დილით, გადაწყვეტილი იყო პროცედურულად, თუმცა გვარდებოდა დეტალები გირაოსთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ 2009 წელს ირანმა სამი ამერიკელი მთამსვლელი-შეინთან და ჯოშთან ერთად მათი მეგობარი სარა შურდიც დააკავა. ამერიკელები ერაყის ქურთისტანის რეგიონში მოგზაურობდნენ. ირანის მთავრობამ ისინი საზღვრის გადაკვეთაში დაადანაშაულა, დააკავა და თეირანის ევინის ციხეში გადაიყვანა. ირანის ტელევიზიამ სამივე ახალგაზრდა მაშინვე ჯაშუშებად მოიხსენია.

შარშან, თეირანმა, 500, 000 დოლარის გირაოს მიღების შემდეგ, გაანთავისუფლეა სარა შურდი.

მთელი ეს პერიოდი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ირანს ამერიკელი მთამსვლელების გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა, რომლებიც სასჯელს ღია და მიუკერძოებელი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე იხდიდნენ. ჰილარი კლინტონმა მათ დაკავებას არაერთხელ „გაუმართლებელი“ უწოდა.

სამივე მთამსვლელი ბოლო მომენტამდე თავს უდანაშაულოდ ცნობდა და ამბობდა, რომ ირანში შესვლის სურვილი არ ქონიათ, არამედ მათ ერაყთან არსებული საზღვარი ცუდი დემარკაციის გამო შემთხვევით გადაკვეთეს.

XS
SM
MD
LG