ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში მოსახლეობა გამოკითხეს


ავღანეთში მოსახლეობა გამოკითხეს
ავღანეთში მოსახლეობა გამოკითხეს

ავღანელთა 43 თვლის, რომ დემოკრატიას სიკეთესთან არანაირი კავშირი არა აქვს.

უსაფრთხოების და განვითარების საერთაშორისო საბჭოს გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ავღანეთის სამხრეთში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობას წარმოდგენა არა აქვს, რომ ავღანეთში ამერიკელთა შეჭრას წინ უძღოდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები.

ამ გამოკითხვის მიხედვით, ჰელმანდის და ყანდაარის პროვიციებში 1,000 გამოკითხული მამაკაცის 92%-მა არაფერი იცოდა ავღანეთში საერთაშორისო კოალიციური ძალების ყოფნის მიზეზებზე.

არადა, ამ პროვინციებში ყველაზე უფრო სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს დასავლეთის სამხედრო კოალიციასა და თალიბებს შორის.

ავღანელთა 40 %-ს მიაჩნია, რომ ინტერნაციონალური ძალები ისლამური რელიგიის წინააღმდეგ იბრძვიან და ავღანეთის განადგურება აქვთ მიზნად დასახული.

ამავე გამოკითხვის მიxედვით, ავღანელთა 43 თვლის, რომ დემოკრატიას სიკეთესთან არანაირი კავშირი არა აქვს.

XS
SM
MD
LG