ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი თავდაცვას აძლიერებს


ირანი თავდაცვას აძლიერებს
ირანი თავდაცვას აძლიერებს

ირანის რევოლუციური გვარდიის სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურმა ამირ ალი ჰაჯიზადემ ირანის ფარსის ახალი ამბების სააგანტოსადმი მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანს უკვე გააჩნია რაკეტსაწინაღო სათავდაცვო სისტემა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ირანზე თავდაცვის შემთხვევაში ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდება. მისივე თქმით ირანს შესწევს იმის უნარი, რომ თავიდ დაიცვას უპილოტო მართული რაკეტებისაგან, რომლებიც რადარებზეც კი არ ფიქსირდებიან. როგორც ჰაჯიზადემ თქვა ეს სათავდაცვო სისტემა მიმდინარე კვირას გამოსცადეს. ჰაჯიზადე აფრთხილებს სპარსეთის ყურის იმ სახელმწიფოებს, სადაც აშშ-ს ბაზებია განლაგებული, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს ბაზები გამოყენებული იქმება ირანზე თავდასხმისათვის ამ სახელმწიფოებზე საპასუხო დარტყმას მიიტანენ. როგორც აშშ ისე ისრაელი არ გამორიცხავდენ სამხედრო ძალის გამოყენებას ირანის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG