ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდმა ვიქტორ ბუტს ექსტრადიცია მოუხდინა


ტაილანდმა ვიქტორ ბუტს ექსტრადიცია მოუხდინა

იარაღით მოვაჭრე რუსეთის მოქალაქე საბჭოთა კავშირის სამხედრო საჰაერო ძალთა ყოფილი პილოტი ვიქტორ ბუტი ტაილანდის მიერ იქნა ექსტრადირებული აშშ-ში. იგი აშშ-ში სასამართლოს წინაშე წარსდგება ტერორიზმის, ამერიკელთა დახოცვის შეთქმულებაში მონაწილეობისა და ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერის ბრალდებებით. ამას გარდა აშშ ბრალად სდებს ბუტს აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში და ახლო აღმოსავლეთში იარაღით ვაჭრობით კონფლიქტების გამწვავებაში. რუსეთი არ ფარავს გაღიზიანებას ბუტის ექსტრადიციის გამო და ამტკიცებს, რომ ეს შედეგად გამოიღო აშშ-ს უპრეცედენტო პოლიტიკურმა ზეწოლამ ტაილანდზე.

XS
SM
MD
LG