ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექვსწლიანი ტყვეობა ჯუნგლებში


ექვსწლიანი ტყვეობა ჯუნგლებში
ექვსწლიანი ტყვეობა ჯუნგლებში

ინგრიდ ბეტანკურმა ტყვეობის შემდეგ მოგონებების წიგნი „სიჩუმესაც დასასრული აქვს“ დაწერა.

ეს არის ისტორია ქალბატონზე, ვინც ხელისუფლების მწევრალებისკენ ისწრაფოდა, მაგრამ ცხოვრება რადიკალურად შეეცვალა მას მერე, რაც ჯუნგლებში ექვსწლიან ტყვეობაში ჩავარდა.

2002 წელს კოლუმბიაში საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა. ამ არჩევნებისთვის ემზადებოდა მწვანე ჟანგბადის პარტიის კანდიდატიც - სენატორი ინგრიდ ბეტანკური. თუმცა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, პარტიზანულმა დაჯგუფებამ "კოლუმბიის რევოლუციურმა შეიარაღებულმა ძალებმა" ინგრიდ ბეტანკური კამპანიის მენეჯერთან - კარლა როჟასთან ერთად გაიტაცა.

იმ დღის მერე, ექვსი წლის მანძილზე ნახევრად მშიერი და გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ქალბატონი ბეტანკური, ჯუნგლებში პარტიზანების ტყვეობაში ცხოვრობდა.

ექვსი წლის მანძილზე კოლუმბიის მთავრობა პარტიზანებთან გამოსასყიდზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა,ამ ფონზე ინგრიდ ბეტანკურს გათავისუფლების იმედი თითქმის სულ გადაეწურა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნაში ხელს, ჯუნგლების გაუსაძლისი პირობებიც უწყობდა:

„ძალზე აგრესიულ გარემოში მამყოფებდნენ.დღისით კისერზე ჯაჭვით ხეზე მიბმული ვიტანჯებოდი, ღამით კი გველების,ხოჭოების და შხამიანი მწერების მეშინოდა’’

ახალი მოგონებების წიგნს, რომელიც ინგრიდ ბეტანკური ტყვეობის შემდეგ დაწერა სახელად „სიჩუმესაც დასასრული აქვს“ უწოდა. წიგნი ახლახანს გამოიცა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაიყიდება. მოგონებებში ბეტანკური გარდა საკუთარი თავგადასავალისა, ჯუნგლებში მასთან ტყვეობაში მყოფ სხვა ადამიანებზეც წერს. მათ შორის გახლდათ სამი ამერიკელი სამხედრო კონტრაქტორი, რომლებიც კოლუმბიელმა პარტიზანებმა ჯუნგლებში თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ აიყვანეს ტყვედ.

აღსანიშნავია,რომ კოლუმბიური პარტიზანული დაჯგუფება ექვის წლის ტყვეობის მანძილზე დაკავებულებს ვიდეოფირზე მუდმივად აღბეჭდავდა. ამით პარტიზანები ცდილობდნენ ტყვეების მიმართ სიბრალულის გრძნობა გაეღვიძებინათ და მთავრობისგან, რაც შეიძლება მეტი გამოსასყიდი თანხა დაეტყუათ:

„არსებობდა ექსტრემალური სიტუაციები, რომლებსაც მეტნაკლებად ვუმკლავდებოდი.მაგრამ ხშირად იმგვარად დამამცირებელი და სადისტური ზეწოლის ქვეშ მამყოფებდნენ, რომ ვცდილობდი საკუთარი თავისადმი პატივისცემა არ დამეკარგა.“

2008 წლის ივლისში კოლუმბიის არმიამ პარტიზანებთან მოლაპარაკებების დროს სპეცოპერაცია ჩაატარა, 14 ტყვე ჯუნგლებიდან ეშმაკურად გამოიტყუა და გაათავისუფლა. ბეტანკური დანარჩენ ტყვეებთან ერთად საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა, სადაც მას ორი მოზარდი შვილი ელოდებოდა:

„ოჯახისა და შვილების სიყვარული ტყვეობის მანძილზე მუდმივად მაძლიერებდა. სასოწარკვეთილებაში მყოფს ასევე ძალზე მეხმარებოდა ღმერთისა და მომავლის რწმენაც “

ბეტანკორის თქმით, ტყვეობის გაუსაძლისი 6 წლის გატარებაში მას სხვა ტყვეებიც დაეხმარნენ. დღეს იგი საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში ცხოვრებას ამჯობინებს და ამბობს, რომ ტყვეობის კოშმარიდან ბოლომდე ჯერ კიდევ არ გამოსულა. ბეტანკური პოლიტიკაში მოგვიანებით აუცილებლად დაბრუნდება. ახლა კი სურს ტყვეობის მსხვერპლთა დახმარების საქმეში, საკუთარი წვლილი შეიტანოს და ადამიანის უფლებათა ორიგანიზაციებს იმ ექვსასი დატყვევებულის გათავისუფლებაში დაეხმაროს, ვისაც კოლუმბიელი პარტიზანები დღემდე ტყვეობაში ამყოფებენ.

XS
SM
MD
LG