ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტოკიო რუსეთზე ბრაზობს


ტოკიო რუსეთზე ბრაზობს

ოფიციალურმა ტოკიომ სასწრაფოდ დაიბარა რუსეთის ელჩი იაპონიაში და საპროტესტო ნოტა გადასცა.

რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ჩასვლამ კურილიის კუნძულებზე ოფიციალური ტოკიოს გაღიზიანება გამოიწვია. როგორც ცნობილია, კურილიის კუნძულები იაპონიასა და რუსეთს შორის სადავო ტერიტორიას წარმოადგენს. საპარლამენტო კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დაკავებული კურილიის კუნძულები იაპონიის ტერიტორიაა.

„კანის თქმით, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ეს ოთხი კუნძული იაპონიის მიწაა, მაშინ რუსეთის პრეზიდენტის იქ ჩასვლა სამწუხაროა.“

ოფიციალურმა ტოკიომ ამასთან დაკავშირებით, სასწრაფოდ დაიბარა რუსეთის ელჩი იაპონიაში და საპროტესტო ნოტა გადასცა.

რუსეთის ელჩმა მიხაილ ბელიმ ჟურნალისტებს განუცხადა:

„მე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს განვუცხადე, რომ ეს ვიზიტი განხილული უნდა იყოს, როგორც რუსეთის საშინაო საქმე და იაპონიამ ამასთან დაკავშირებით დაბალანსებელი და მშვიდი მიდგომა უნდა გამოამჟღავნოს.“ - დასძინა რუსეთის ელჩმა.

XS
SM
MD
LG