ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში გამგებელი ააფეთქეს


ავღანეთში გამგებელი ააფეთქეს
ავღანეთში გამგებელი ააფეთქეს

წელს ავღანეთში 1300 სამოქალაქო პირი მოკლეს.

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, ნანაგაჰარის პროვინციაში ერთერთი რაიონის გამგებელი ააფეთქეს, როდესაც საკუთარი მანქანით სამსახურში მიდიოდა.

ამ აფეთქების შედეგად, კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა. ცოტა ხნის წინ ყუნდუზის პროვინციის გუბერნატორი მუჰამედ ომარი მეჩეთში ლოცვის დროს ააფეთქეს.

ომარი თალიბთა შეურიგებელი მტერი იყო, რომელიც ადრე ორჯერ გადაურჩა თავდასხმას.

ამერიკელთა მტკიცებით, წელს ავღანეთში 1300 სამოქალაქო პირი მოკლეს, რომელთა 75 % თალიბთა მოქმედების შედეგად დაიღუპა.

XS
SM
MD
LG