ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟენევის წარმატებული მოლაპარაკებები


ჟენევის წარმატებული მოლაპარაკებები
ჟენევის წარმატებული მოლაპარაკებები

მოსკოვმა დაადასტურა, რომ ჯარს პერევიდან აუცილებლად გაიყვანს.

ჟენევის მოლაპარაკებების მე-13 რაუნდი ქართული მხარისთვის წარმატებული აღმოჩნდა. მოსკოვმა დაადასტურა, რომ ჯარს პერევიდან აუცილებლად გაიყვანს. დღეს რუსეთის მესაზღვრეებმა საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან გასვლის პროცესი დაიწყეს.

რუსი ექსპერტები კრემლის გადაწყვეტილებას არასაკმარისს უწოდებენ. მათი აზრით, მოსკოვმა ჯარი საქართველოს ყელა ტერიტორიიდან უნდა გაიყვანოს.

პოლიტოლოგი სტანისლავ ბელკოვსკი მიიჩნევს, რომ კრემლი შეეცდება პერევით შემოიფარგლოს:

“ეს დამაიმედებელი გადაწყეტილებაა. პირველი გადადგმული ნაბიჯი დეოკუპაციისკენ აუცილებლად წარმატებული იქნება. ვფიქრობ, რუსეთმა გადაწყვეტილება საერთაშორისო ზეწოლით მიიღო. კრემლი ცდილობს დაგვანახოს, რომ “კეთილი ნება“ გამოიჩინა. თუმცა, მე ამის არ მჯერა. თუ მოსკოს სურს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს და ამერიკასთან ურთიერთობა დაარეგულიროს, მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები. პუტინი მიხვდა, რომ თუ არ შეცვლის მართვის ფორმას, ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს“

ექსპერტი კავკასიის საკითხებში ლეონიდ რადზიხოვსკი თვლის, რომ პერევი რუსეთს აღარ აინტერესებს:

“ ვფიქრობ, ქართველები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ რუსეთის გადაწყეტილებას. არ მგონია, რომ დასავლეთი პერევის საკითხით დაკმაყოფილდეს და შესრულებულად ჩათვალოს მედვედევ-სარკოზის სახელით ცნობილი დოკუმენტის მოთხვონები. შეთანხმების თანახმად, რუსეთმა თავისი სამხედროები საქართველოს მთელი ტერიტორიიდან უნდა გაიყვანოს. კრემლს დასავლეთში საკმაოდ არასახარბიელო სტატუსი აქვს, გასაგებია რომ ჩვენი ხელისუფლება ცდილობს სიტუაცია გამოასწოროს. მოსკოვი ამ ამბავს აუცილებლად თავის სასარგებლოდ გააპიარებს“

კონსტანტინე ბარავოი თვლის, რომ დასავლეთი უნდა შეეცადოს რუსეთს საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდანაც გააყვანინოს ჯარი:

“რუსეთმა ჯარის გაყვანის გადაწყეტილება სერიოზული საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიიღო. იმედია, ეს იქნება დასაწყისი, ნელ-ნელა მოსკოვი თავის ჯარს საქართველოს სხვა ტერიტორიებიდანაც გაიყვანს. აუცილებელია, რომ დასავლეთი არ დაკმაყოფილდეს მარტო პერევით, ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ თავის დროზე რუსეთმა ეს სოფელი ოსეთში შესაჭრელად გამოიყენა. არ დაგვავიწყდეს, რომ სარკოზი მედვედევთან შეხვედრის დროს პერევზე აკეთებდა აქცენტს. ასე რომ ნათელია, თუ საიდან მოდის ეს გადაწყვეტილება“

რუსი ანალიტიკოსები თვლიან, რომ მესაზღვრეების პერევიდან გასვლის გეგმა აუცილებლად უნდა ევროკავშირის მეთვალყურეთა ჩართვით განხორციელდეს.

XS
SM
MD
LG