მსოფლიო სურსათის დღისთვის სურსათის პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითმა ინსტიტუტმა 2010 წლის გლობალური შიმშილობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
არსებული მონაცემების თანახმად, უკანასკნელ წლებში მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ბავშვის ჩასახვიდან მისი ცხოვრების პირველ წლებამდე, ნოყიერი საკვების სიმწირე სერიოზიულ და გრძელვადიან გავლენას ახდენს.
ბავშვებს, რომელთაც დაახლოებით 1000 დღე არ მიეწოდებათ ნოყიერი საკვები პროდუქტი, განვითარებაში ფერხდებიან. ხოლო ასეთ ბავშვებში ალბათობა იმისა, რომ შემდეგ დაავადდნენ და გარდაიცვალონ - უფრო დიდია, ვიდრე კარგად გამოკვებილ ბავშვებში.
შიმშილის აღმოფხვრა ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებას უწყობს ხელს- აცხადებს სურსათის პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი მარია რუელი, მისი განცხადებით:
"ასეთი ბავშვების სწავლის მოსწრებაც უკეთესია, სკოლის დამთავრების შანსიც დიდი. კვლევები ნათელყოფენ, რომ ზრდასრულ ასაკში მათ უკეთესი სამსახურები და ჯამაგარი აქვთ. "
როგორც მარია რაული აცხადებს, კვლევებიდან გამომდინარე მომავალი თაობის პროდუქტიულობა დიდად არის დამოკიდებული ბავშვების ცხოვრების პირველ 1000 დღეზე.
"სწორედ ამ მიზეზის გამო დიდი ყურადღება ეთმობა პირველ 1000 დღეს. და სწორედ ამისთვისაა საჭირო ამ ასაკში ბავშვების ნოყიერი სურსათით უზრუნველყოფა. თუ დაგვიანდა, შემდეგი რთული და თანაც გამოუსწორებელი იქნება."
უკვე რამდენიმე წელია გროვდება მონაცემები ნოყიერი საკვებისა და განვითერებას შორის კავშირის დადგენისთვის. თუმცა მარია რაულის თქმით მეცნიერული კონსენსუსი ამ პეობლემებსი მოგვარებისთვის საკმარისი არაა.
"დიეტოლოგების რჩევა საქმეს წინ ვერ წასწევს, ამისათვის საჭიროა, რომ ჩაერთონ პოლიტიკოსები და ის პირები, რომლებიც დანერგავენ მიღებულ გადაწყვეტილებებს".
ქალბატონი რაული აქვე აღნიშნავს, რომ არის დამაიმედებელი ძვრები კანონმდებელთა და აღმასრულებელთა ამ საკითხის გარშემო გაერთიანებაში. დონორი ორგანიზაციები და გაერო შიმშილის დაძლევის პროგრამებს აყალიბებენ ორსული ქალებისა და ჩვილებისთვის. ფოკუსირება ხდება სწორი და ნოყიერი სურსათის ან მიკროელემენტებით მდიდარი შემცვლელების დახვეწაზე. მათ მიზანს წარმოადგენს მშობლების ზრუნვის გამოსწორება და დედის რძით კვების პოპულარაზიაცია 6 თვემდე ბავშვებში.
მაგალითად, ტაილანდში სპეციალური პროგრამის ფარგლებში მოხალისეები ქვეყნის მასშტაბით აცნობდნენ მშობლებს ჯამრთელი კვების შესახებ. რამაც საბოლოოდ შეამცირა ბავშვებში ნოყიერი საკვების დეფიციტი.
"ჩატარდა აქტიური რეკლამირება სწორი კვებისა და დიეტის შესახებ, საკვების მიწოდებასთან ერთად ასწავლიდნენ მათი მომზადებასა და ჩვილების გამოკვებას".
მარია რაული ურჩევს მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანას ამ პრობლემასთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდები გამოიყენოს. პროგრესი მხოლოდ მაშინ გახდება შესამჩნევი, როდესაც ფოკისურება პირველ 1000 დღეზე მოხდება.