ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანს სანქციები აშფოთებს


ირანის პოლიტიკურ ცხოვრებაში სამხედრო ძალების და ირანის რევოლუციის გუშაგთა კოპრუსის გავლენა გაიზარდა.

სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციები კიდევ უფრო მწვავდება და მათი გავლენა უკვე დადასტურებულია რეგიონის შესახებ არსებულ მრავალ დოკუმენტებში.

ამის შესახებ ჰილარი კლინტონმა ტელეკომპანია „ეიბისის“ ეთერში გუშინ განაცხადა. მისი თქმით, ირანის რეჟიმი საკმაოდ შეაშფოთა საქნციების დაწესებამ და ამის გავლენამ ქვეყნის საბანკო სისტემაზე და შესაბამისად ეკონომიკურ ზრდაზე.

სახელმწიფო მდივანმა ასევე გამოთქვა შეშფოთება ირანში მიმდინარე მოვლენების გამო, რაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სამხედრო ძალების და ირანის რევოლუციის გუშაგთა კოპრუსის გავლენის ზრდას უკავშირდება. მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის შიგნით „პასუხისმგებლობის მქონე სამოქალაქო და სულიერი ლიდერები“ სახელმწიფო აპარატზე კონტროლის დაწესებას შეეცდებიან.

XS
SM
MD
LG