ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს ლიდერები ერთმანეთს სამიტზე ხვდებიან


მსოფლიოს ლიდერები ერთმანეთს სამიტზე ხვდებიან
მსოფლიოს ლიდერები ერთმანეთს სამიტზე ხვდებიან

სამიტის მიზანი გლობალურ სიღარიბესთან ბრძოლის გზების დასახვაა.

ნიუ-იორკში მოსფლიოს ლიდერები იკრიბებიან. სამიტის მიზანი გლობალურ სიღარიბესთან ბრძოლის გზების დასახვაა. მათ მომავალი ხუთი წლის გეგმა უნდა შეიმუშავონ, რომელიც მსოფლიოში სიღარიბის, შიმშილის და დაავადების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის თქმით, როდესაც 2000 წლის სამიტზე ათასწლეულის განვითარების ამოცანები შეიმუშავეს, ეს უდიდესი გარღვევა იყო:

„ჩვენ ერთად შევქმენით სამოქმედო გეგმის ნიმუში სიღარიბის დასასრულებლად. ჩვენ განვსაზღვრეთ სამუშაო განრიგი და სამიზნეები. ჩვენ შევქმენით ყველა პარტნიორთან ურთიერთობის ჩარჩო, მათი ჩათვლით, ვისაც განსხვავებული ხედვები აქვს,“ - განაცხადა ბან კი მუნმა.

მან სამიტის მონაწილეებს ასევე პრიორტიოტებიც დაუსხა:

“საზოგადოებასა და კერძო ურთიერთობებში აუცილებელია ახალი აზროვნება და გამრღვევი მოქმედება. სკოლებში რეგისტრაციის გაზრდა, სასმელი წყალზე მისაწვდომობა და დაავადებების უკეთესი კონტროლი.” დასძინა ბან კი მუნმა.

გაეროს სამიტი სიღარიბესთან საბრძოლველად ნიუ-იორკში დღეს გაიხსნა და მას 140 ქვეყნის ლიდერი ესწრება.

XS
SM
MD
LG