ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაშმირში დემონსტრანტები დაცხრილეს


მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლების ახალი ტალღა მუსლიმანურ ქაშმირში ივნისში აგორდა.

ინდოეთის ქაშმირში პოლიციამ ანტი-სამთავრობო დემონსტრაციას გაუხსნა ცეცხლი და ორი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. 8 ადამიანი დაიჭრა.

კომენდანტის საათის ამოქმედებასთან ერთად, ათასობით ინდოელი პოლიციელი და ჯარისკაცი მონაწილეობს ქაშმირის ქუჩების პატრულირებაში, რომლებსაც ხალხი ქვებით უმასპინძლდება.

ინდოეთის ხეოლისუფლება შიშობს, რომ აქციები კიდევ უფრო უკომპრომისო და მასშტაბურ ხასიათს მიიღებს, მას შემდეგ, რაც სეპარატისტთა ლიდერმა საიდ ალი შაჰ გილანიმ თავის მომხრეებს არმიის ბანაკებთან მჯდომარე საპროტესტო აქციის გამართვისკენ მოუწოდა.

მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლების ახალი ტალღა მუსლიმანურ ქაშმირში ივნისში აგორდა. ამის შემდეგ, პოლიციასთან შეტაკებისას 96 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG