ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ტერაქტები გრძელდება


ნატოს განცხადების თანახმად ავღანეთის სამხრეთში გზის პირას დაფლული ბომბების აფეთქების შედეგად კოალიციური ძალების რვა სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი რვიდან შვიდი ამერიკელი ჯარისკაცი იყო. არაფერია ნათქვამი მერვე დაღუპულის ეროვნების შესახებ. როგორც თვითმხილველები ამბობენ ყანდაარში მათ დაინახეს თუ როგორ მოედო ცეცხლი ამერიკულ ჯავშანტრანსპორტიორს, მას შემდეგ რაც ბომბი აფეთქდა. ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი ის, კონკრეტულად ამ შემთხვევაზე საუბრობდა ნატოს წარმომადგენელი თუ არა. მთლიანობაში ამ სამი დღის განმავლობაში ავღანეთში ნატოს 15 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

XS
SM
MD
LG