ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარტერი ჩრდილოეთ კორეასთან შუამდგომლობს


ჩრდილოეთ კორეაში განთავისუფლებული ამერიკის მოქალაკე აიჯალონ გომსი, რამდენიმე საათში ქალაქ ბოსტონში ჩამოფრინდება.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯიმი კარტერის შუამდგომლობით, ჩრდილოეთ კორეაში განთავისუფლებული ამერიკის მოქალაკე აიჯალონ გომსი, რამდენიმე საათში ქალაქ ბოსტონშ ჩამოფრინდება. გომსის ოჯახის წევრები მოუთმენლად ელიან მის დაბრუნებას, რვა თვიანი ტყვეობის შემდეგ. უკვე გავრცელდა სატელევიზიო კადრები, სადაც ფხენიანის აეროპორტში კარტერი მომღიმარ გომსს ეხვევა.

სავარაუდოდ გომსის გათავისუფლებით, ფხენიანი აჩვენებს, რომ ამერიკასთან დიალოგის სურვილის აქვს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკა მოხარულია პატიმრის გათავისუფლების გამო, და რომ სწორედ ამერიკის მოქალაქის გათავისუფლება იყო ბატონი კარტერის ვიზიტის ერთადერთი მისია.

ამ განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი შეეცადა დაესრულებინა მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ კარტერი ფხენიანში პოლიტიკური მოლაპარაკებების მიზნით იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG