ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანული „სიკვდილის ელჩი“


აჰმადინეჟადმა მეცნიერებს ახალი დავალება მისცა

ირანელმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატის დემონსტრაცია მოახდინეს. მათი თქმით, ირანულ „დრონს“ მისიების განხორციელება გრძელ მანძილზე შეუძლია. დემონსტრირებას პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადიც ესწრებოდა. ცერემონია ტელევიზით პირდაპირ ეთერში გადაიცა. ირანული „დრონის“ სახელწოდებაა „ქარარი,“ რაც „დამრტყმელს“ ნიშნავს. ირანულ უპილოტო თვითფმრინავს ბომბების გადატანა და მოწინააღმდეგზე შეტევა შეუძლია. მაჰმუდ აჰამდინეჟადმა ირანულ „დრონს“, ირანის მტრებისთვის „სიკვდილის ელჩი“ უწოდა. გუშინ, ირანის პრეზიდენტმა მეცნიერებთანაც გამართა შეხვედრა და განაცხადა, რომ 2025 წლისთვის კოსმოსში ირანელი ასტრონავტი უნდა გაფრინდეს.

XS
SM
MD
LG