ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიჩელი ნეთანიაჰუს ხვდება


ახლოაღმოასავლეთის საკითხებში აშშ-ს წარმომადგენელი ჯორჯ მიტჩელი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეტანიაჰუს ხვდება. შეხვედრის მიზანია ისრაელ-პალესტინელთა უშუალო მოლაპარაკება დაიწყოს. ნეტანიაჰუ ამტკიცებს, რომ უშუალო მოლაპარაკება დაუყოვნებლივ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა დაიყწოს. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ის, რომ გუშინ პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან შეხვედრისას მიტჩელმა ვერ შესძლო მისი დარწმუნება წინაპირობების გარეშე მოლაპარაკებების დაწყებაზე. აბასი ითხოვს უპირველეს ყოვლისა შეთანხმების მიღწევას მოლაპარაკების ჩარჩოზე და განრიგზე. ამას გარდა პალესტინელები მოითხოვენ ისრაელის მიერ ახალ დასახალებების შეწყვეტას იმ ტეროტორიაზე, სადაც პალესტინის მომავალი სახელმწიფო უნდა განთავსდეს.

XS
SM
MD
LG