ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფის რეჟიმის დამხობა გარდაუვალია


კადაფის რეჟიმის დამხობა გარდაუვალია
კადაფის რეჟიმის დამხობა გარდაუვალია

ახლა როდესაც ლიბიის ლიდერის მოამარ კადაფის დამარცხება ფაქტობრივად გარდაუვალია ლიბიელებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ მეამბოხეებმა ახლა უკვე მოახერხონ სტაბილური და ქმედითი სამთავრობო სტრუქტურის ჩამოყალიბება.

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ლიბიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა:

-„ ახლა უკვე ნათელია ის, რომ დადგა კადაფის რეჟიმის აღსასრული. ამიერიდან ლიბიის მომავალი თვით ლიბიელი ხალხის ხელშია.“

მიუხედავად ამისა კადაფის ძალები მაინც განაგრძობენ ბრძოლას და მეამბოხეებს ამ წუთებშიც სჭირდებათ ნატოს ავიაციის მხარდაჭერა. ელიოტ აბრამსი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის თანაშემწე იყო ეროვნული უშიშროების საკითხებში. ამჟამად იგი საგარეო ურთიერთობის საბჭოში მუშაობს. მას მიაჩნია, რომ დასავლეთის მხრივ ლიბიელი მეამბოხეებისადმი დახმარება ძალზე დაგვიანდა:

-„ ჩემის აზრით კადაფის რეჟიმის დამხობა ბევრად უფრო ადრე შეიძლება მომხდარიყო.“

ლიბიას წინ ძალზე რთული პრობლემები აქვს. უპირველეს ყოვლისა საჭირო იქნება წესრიგისა კანონიერების აღდგენა. ბენღაზიში ლიბიის ოპოზიციის დროებითი ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ მუსტაფა აბდელ ჯალილმა ლიბიელებს თავშეკავებისაკენ მოუწოდა.

ჯალილი გადადგომით იმუქრება თუ მეამბოხეები აფრ დათანხმდებიან მმართველობის ერთიანი სისტემის შემოღებაზე. დეივიდ პოლოკი ვაშინგტონში ახლოაღმოსავლეთის ინსტიტუტის თანამშრომელია. აი რა მოსაზრება გამოთქვა მან ლიბიის ოპოზიციის შესახებ:

-„არავინ უწყის თუ რა სახეს მიიღებს ეს ოპოზიცია, როდესაც იგი მთავრობად იქცევა და რა იდეოლოგიურ ორიენტაციას აირჩევს .“

აღსანიშნავია, რომ პოლოკის აზრით ამ მთავრობაში წამყვან როლს ვერ ითამაშებენ ექსტრემისტები. მისივე აზრით აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი ისევ დაიტოვებენ მათ ინვესტიციებს ლიბიის ნავთობწარმოებაში, რადგანაც თავიდანვე ისინი ოპოზიციას უჭერენ მხარს.

XS
SM
MD
LG