აშშ-ს ხუთ შტატში ამომრჩევლებმა მათ კანდიდატებს მისცეს ხმები მომავალი შუალედური არჩევნებისათვის მონაწილეობისათვის. არიზონის შტატში ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯონ მაკეინმა რესპუბლიკური პარტიის ნომინაცია მოიპოვა სენატში. ფლორიდაში რიგ სკოტი აირჩიეს, რომელიც რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს მომავალ საგუბერნატორო არჩევნებში. მან დაამარცხა მისი მეტოქე ფლორიდის გენერალური პროკურორი ბილ მაკ კოლუმი. ნოემბერში ჩატარდება წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობის და სენატის ერთი მესამედის არჩევნები. არჩევნების შედეგად შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლების ბალანსი ორივე პალატაში, სადაც დღესდღეობით უმრავლესობას დემოკრატები შეადგენენ.
პოპულარული
1