ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიის ახალმა მთავრობამ ფიცი დადო


\
\

იტალიის ახალმა მთავრობამ და პრემიერ მინისტრმა საზეიმო ფიცი დადეს. ცერემონია საპრეზიდენტო სასახლეში შედგა. 68 წლის მარიო მონტი ეკონიმიკის პროფესორია, წარსულში ის ევროკავშირის კომისარიც კი გახლდათ. ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი ოთხშაბათს დასრულდა. თავის სიტყვაში მონტიმ განაცხადა, რომ საჭირო გახდება იტალიის მოსახლეობის მხრიდან მსხვერპლის გაღება, რათა ეკონომიკურ კრიზისს ქვეყანამ თავი დააღწიოს და კვლავ განაგრძოს წარმატებული წინსვლა. სამომავლო გეგმაში ეკონომიკის, სოციალური და სამოქალაქო აღმშენებლობაა. ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ მონტიმ ხაზი გაუსვა, რომ კაბინეტის 16 წევრი პოლიტიკოსი არაა. პოლიტიკოსები ტექნოკრატებმა ჩაანაცვლეს.

XS
SM
MD
LG