ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტექნოლოგიური გიგანტის „ეფლის“ აქციები დაეცა


ტექნოლოგიური გიგანტის „ეფლის“ აქციები დაეცა
ტექნოლოგიური გიგანტის „ეფლის“ აქციები დაეცა

ტექნოლოგიური გიგანტის „ეფლის“ აქციები დაეცა მას შემდეგ რაც მისმა დამფუძნებელმა 55 წლის სტივ ჯობსმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარსების გამო დროებით სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა. სტივ ჯობსი პანკრიასის კიბოთი არის დაავადებული, 2009 წელს მას ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაუკეთეს. ანალიტიკოსები ფიქრობენ რომ მისი აღიარებული ლიდერის გარეშე კომპანიას გარკევული პრობლემები შეიძლება შეექმნას.

როგორც ამბობენ „ეფლი“ სტივ ჯობსის გარეშე „ეფლი“ არ იქნებოდა.

ამასწინათ სტივ ჯობსმა განაცხადა რომ: „ეფლი ახალი ტელეფონის შექმნას აპირებს.“

სამწუხაროდ ორშაბათს „ეფლის“ აქციების ვარდნა დაიწყო მისი დამფუძნებლის ავადმყოფობის გამო, რომელმაც ჯერ კიდევ 1976 წელს გამოიგონა თავის გარაჟში „ეფლის“ კომპიუტერი, ისევე როგორც „აიპოდი“, „აიფონი“ და „აიპადი“.

ნიუ იორკ თაიმსის კორესპონდენტის ნიკ ბოლტონის განცხადებით ეს ამბავი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

„ არავინ იცის საიდან დაგვატყდა თავს ეს ამბავი. არც ის ვიცით თუ რამდენ ხანს გაგრძელდება მისი არყოფნა. ეს ჩვენთვის ნამდვილი შოკი იყო.“

ჯობსი თავისი კარჩაკეტილი ცხოვრებით არის ცნობილი. თუმცა ყველამ იცის რომ მას პანკრიასის კიბო აქვს და 2009 წელს ღვიძლი გადაუნერგეს. მისი თქმით ეს პრობლემები ჰორმონალური დისბალანსით იყო გამოწვეული.

ორშაბათის კრახის შედეგად კომპანიამ 20 მილიარდი დოლარი დაკარგა საფონდო ბირჟებზე, მიუხედავად ამისა ანალიტიკოსები მიიჩნევენ რომ ის მალე აღადგენს დაკარგულ პოზიციებს. სამშაბათს ეფლმა განაცხადა რომ ვარდნის შემდეგ 71%-ით გაიზარდა მისი პროდუქციით ვაჭრობა. რაც ნიშნავს რომ ხალხმა არდადეგებზე მოსალოდნელზე მეტი რაოდენობის „აიფონები“ და „აიპადები“ შეიძინა. როგორც „უოლ სტრიტ ჯორნალის“ კორესპონდენტი კარა სვიშერი შიშობს თავისი ქარიზმატული დამფუძნებლის გარეშე კომპანიას გაუჭირდება მუშაობა.

მისი თქმით:„ სტივ ჯობსის შეცვლა შეუძლებელია, მისი მსგავსი არავინაა ამ ქვეყანაზე.“

„ეფლმა“ უკანასკნელ კვარტალში თავის მოგების ანგარიში წარმოადგინა, რომელმაც 27 მილიარდ დოლარს მიაღწია. როგორც გერმანელი ფინანსისტი ოლივერ როთი ამბობს კომპანიის მომავალი მისი ხელმძღვანელის ბედზე იქნება დამოკიდებული.

„სტივ ჯობსი „ეფლის“ სული და გულია და მის არყოფნასთან დაკავშირებული სპეკულაციების გამო კომპანიამ შესაძლოა დიდი ზარალი ნახოს.“

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსების პროგნოზით, სტივ ჯობსთან ერთად ან მის გარეშე, 2011 წელს „ეფლი“ 17 მილიონ „აიპოდს, 15 მილიონ „აიფონს“ და 6 მილიონ „აიპადს“ გაყიდის.

XS
SM
MD
LG