ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უმრავლესობა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს


უმრავლესობა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს

მოსახლეობის 83 პროცენტი ტერორისტების წინააღმდეგ უცხო ქვეყნებში უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებას ამართლებს

უახლესი გამოკითხვების მიხედვით ამერიკელთა უდიდესი ნაწილი პრეზიდენტ ობამას მიერ ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე განხორციელებულ ანტიტერორისტულ ოპერაციებში დრონების გამოყენებას მართებულად მიიჩნევს.

გამოქვეყნდა "ეი-ბი-სის" და "ვაშინგტონ პოსტის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც ამერიკელთა 83 პროცენტი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებას მხარს უჭერს. ყოველი სამი გამოკითხულიდან ორი თვლის, რომ უცხო ქვეყნებში ამერიკული დრონების მიერ ჩატარებული ოპერაციები გამართლებულია.

ამას გარდა, მოსახლეობის 70 პროცენტი პრეზიდენტის მიერ გუანტანამოს ციხის დახურვის შეჩერებასაც სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

ამერიკელთა 87 პროცენტი მხარს უჭერს პრეზიდენტი ობამას გადაწყვეტილებას ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შესახებ. საინტერესოა, რომ დემოკრატებს შორის ამ უკანასკნელს 93 პროცენტი ემხრობა, რესპუბლიკელთა შორის კი - 64.

XS
SM
MD
LG