ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა


საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა

მარტის თვეში გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებისაგან განსხვავებით 2010 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა - 553 მილიონი დოლარიდან 814 მილიონ დოლარამდე ამ თემაზე დღეს ჩვენი რესპონდენტი ეკონომიკის ექსპერტი ბატონი ელგუჯა მექვაბიშვილი გვესაუბრება.

ე.მ -" ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია, ვინაიდან ინვესტიციები ზოგადად ეს არის ეკონომიკის განვითარების წყარო. თავის მხრივ ინვესტიციები ორ ნაწილად იყოფა: ეს არის შიდა ინვესტიციები და საგარეო ინვესტიციები, რომელშიც წამყვანი ადგილი უკავიათ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკას ჩვენ ფაქტობრივად შიდა ინვესტიციები არ გაგვაჩნია, ვინაიდან და რადგანაც საოჯახო მეურნეობები და ფირმები, რომლებიც წარმოადგენენ ამ ინვესტირების წყაროს, უფრო სწორედ მათი შემოსავლები საქართველოში იმდენად დაბალია, რომ ის არ წარმოადგენს ინვესტირების წყაროს და ამიტომ ერთადერთი საშუალება, ერთაერთი არხი ინვესტიციების მიღებისა და შეასბამისად ეკონომიკის განვითარებისა, ეკონომიკური ზრდისა ეს არის უცხოური ინვესტიციები, რომლებიც აგრეთვე თავის მხრივ ორ ნაწილად იყოფა ეს არის ეგრეთ წოდებული „პორთველური ინვესტიციები“ ანუ „სესხები“ და „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები“ ანუ ინვესტიციები, რომლებიც ეკონომიკაში წარმოებაში შემოდის.თუ ჩვენ პატარა დინამიკას შევხედავთ ვნახავთ, რომ 2004 წლიდან მოყოლებული საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განუწყვეტლივ იზრდებოდა პიკი იყო 2007 წელი, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, მაგრამ ცნობილმა მოვლენებმა კერძოდ 2008 წლის აგვისტოს ომმა და მსოფლიოში განვითარებულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შეცვლა, მაგრამ ფაქტობრივად ეს მონაცემი 2010 წლის მონაცემი ნიშნავს იმას რომ ეს უარყოფითი ტენდენცია დაძლეულია და ფაქტობრივად ეხლა იწყება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა და როგორც ავღნიშნე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ვინაიდან მას აქვს, როგორც ეკონომიკური მნიშვნელობა ანუ ეს არის წყარო ეკონომიკის შემდგომი განვითარებისა ასევე აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ვინაიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების ზრდა ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ ქვეყანაში და ქვეყნის გარშემო მყარდება გარკვეული პოლიტიკური სტაბილიზირება ვინაიდან უცხოური ინვესტიცია ძალიან მგრძნობიარეა და მასში არსებული როგორც ეკონომიკური, სოცალური და პოლიტიკური სიტუაციის მიმართ ასე, რომ ეს ძალიან კარგი და ასე ვთქვათ მისასალმებელი ფაქტია. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიციები შემოსვლა გაიზარდოს? რა თქმა უნდა ამის პასუხი არის ცალსახა ეს ეკონომიკური რეფორმები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს უკანასკნელ პერიოდში უნდა განვითარდეს, უნდა მაშასადამე გამრავლდეს, უნდა პირველყოვლისა ალბათ უფრო სრულყოფილი გახდეს საკანონმდებლო სისტემა, რომელიც ფაქტობრივად უცხოურ ინვესტიციას შეუქმნის ხელსაყრელ გარემოს და რა თქმა უნდა საერთო პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციის სტაბილიზაცია ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული და საფუძველი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემდგომი ზრდის."

XS
SM
MD
LG