აქციაში მონაწილენი აცხადებენ, რომ ფეხს არ მოიცვლიან ამ მოედნიდან, სანამ პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი არ გადადგება. მჯდომარე აქციაში მონაწილენი გაიძახიან ლოზუნგებს თავისუფლებისა და მთავრობის დამხობის შესახებ. მოპროტესტეების ამას გარდა მოითხოვენ საგანგებო კანონების გაუქმებას, რომელიც უშიშროების ძალებს შეუზღუდავ უფლებებს ანიჭებს ადამიანების განურჩევლად დაპატიმრებასა და დაკავებაში. სირიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანში მიმდინარე მოვლენები ფაქტობრივად წარმოადგენს სალაფისტური ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ შეიარაღებულ ამბოხებას. სალაფის მოძრაობა სუნიტური ისლამის ულტრაკონსერვატული ფრთაა, რომელიც წარმოიშვა საუდის არაბეთში.