ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ლიბიის ოპოზიციას უჭერს მხარს


თურქეთი ლიბიის ოპოზიციას უჭერს მხარს
თურქეთი ლიბიის ოპოზიციას უჭერს მხარს

როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუტოღლუმ განაცხადა თურქეთის მთავრობა მთლიანად უჭერს მხარს ლიბიის ოპოზიციის დროებით ეროვნულ საბჭოს.

კვირას ბენღაზიში სტუმრობისას დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ლიბიის ოპოზიცია ლიბიელი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელია და რომ მოამარ კადაფი უნდა გადადგეს. აღსანიშნავია, რომ თურქეთს წარსულში მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა მოამარ კადაფისთან და აცხადებდა, რომ მას ლიბიის კონფლიქტის გადაწყვეტაში განსაზღვრული როლის შესრულება კიდევ შეეძლო. აი რათქვა ამის თაობაზე თურქმა დიპლომატმა სელიმ იენელმა:

-„ჩვენ ძალზე ფრთხილად ვუდგებით ამ საკითხს. ჩვენ ვცდილბდით დიალოგი შეგვენარჩუნებინა ორივე მხარესთან, რისთვისაც არა ერთხელ გაგვაკრიტიკეს, მაგრამ საბოლოო ანგარიშში ჩვენ მივხვდით, რომ დიალოგი კადაფისთან შეუძლებელი გახდა. ამის პარალელურად ჩვენ სულ უფრო აშკარად ვხედავდით იმას, რომ ბენღაზის ოოპოზიცია სულ უფრო დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა შექმნილ სიტუაციას. ასე რომ ამ რეალობის აღიარება მოგვიწია. „

ოფიციალური ანკარა იმის გარდა, რომ უკვე 100 მილიონი დოლარი მისცა ოპოზიციას მზადაა კიდევ 200 მილიონი გადასცეს მას. ანკარას ეს პოზიცია სრულიად ესადაგება დასავლეთის მოკავშირეთსა პოზიციას. როგორც ჩვენთან საუბარში თურქმა დიპლომატმა სემი იდიზმა თქვა დღემდე თურქეთი ცდილობდა მაინც დამოუკიდებელი პოლიტიკა გაეტარებინა რეგიონში. აი რა თქვა მან:

-„თურქეთის პროაქტიური პოლიტიკა რეგიონში დასრულდა. დღეს თურქეთმა აირჩია უფრო მოქნილი პოზიცია, რომელიც ცვალებად სიტუაციაზე რეაქციას ეფუძნება. ჩემის აზრით თურქეთი თავის თავად თავისი მიზნებისათვის ვერ წარმართავს პროცესებს, მაგრამ ერთი რამ აშკარაა, რომ თურქეთი სულ უფრო მეტად თანამშრომლობს ოფიციალურ ვაშინგტონთან.“

აი რა მოსაზრება გამოთქვა ამერიკის ხმასთან საუბარში კარნეგის ინსტიტუტის მკვლევარმა სინან ულგენმა:

-„ როგორც ისლამურმა სახელმწიფომ და ნატოს წევრმა თურქეთმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. იგი უკვე მნიშვნელოვან თანხებს აწვდის ლიბიის ოპოზიციას, რითაც ფაქტობრივად აცხადებს, რომ მზად არის დადებითი როლი ითამაშოს ლიბიელი ხალხის ცხოვრებაში. „

უახლოეს მომავალში დაგეგმილი მოლაპარაკებისას განხილული იქნება თურქეთში ლიბიის ოპოზიციის ოფისის გახსნა და მზადება ე.წ. ლიბიის საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრისათვის, რომელიც 15-16 ივლისს სტამბულში გაიმართება. შეხვედრაზე მიმოიხილავენ კადაფის შემდგომი ლიბიის მოწყობის საკითხს.

საერთაშორისო მიმომხილველების აზრით თავდაპირველად თურქეთი ვერ ბედავდა მთლიანად გაეწყვიტა ურთიერთობა ლიბიასთან, რადგანც მას მრავალმილიარდიანი კონტრაქტები გააჩნია კადაფის მთავრობასთან. მაგრამ ახლა, როდესაც ანკარამ ოფიციალურად დაუჭირა მხარი ლიბიის ოპოზიციას, თურქეთიც ჩაერთო გაეროს მიერ ლიბიის მიმართ დაწესებულ სანქციებში და უკვე ხელთ იგდო ლიბიურ-თურქული ბანკის ეიენდთის კონტროლი.

XS
SM
MD
LG