ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალე ეკრანებზე ”აგვისტოს 5 დღე” გამოვა


მალე ეკრანებზე ”აგვისტოს 5 დღე” გამოვა
მალე ეკრანებზე ”აგვისტოს 5 დღე” გამოვა

4 დეკემბერს ქართველმა სამართალდამცველებმა, ბოლო დროს საქართველოში მომხდარი ტერორისტული აქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს.

12 დღეში ახალი, 2011 წელი დადგება. 2011 წლის გაზაფხულზე ერთდროულად მსოფლიოს 50 ქვეყანაში რუსეთის აგრესიის შესახებ საქართველოს წინააღმდეგ გაიმართება რენი ჰარლინის ფილმის პრემიერა”აგვისტოს 5 დღე”. ფილმის ერთ-ერთი რეჟისორის ჯორჯ ლასკუსის თქმით, ამ ფილმის მეშვეობით ყველა გაიგებს ქართულ-რუსული ომის შესახებ.

ფილმის ბიუჯეტი 10 მილიონ დოლარს შეადგენს, მას დიდ წარმატებას უწინასწარმეტველებენ. მიხეილ სააკაშვილს ”აგვისტოს 5 დღეში” ენდი გარსია განასახიერებს.

ფილმის პრემიერა პირველად ამერიკაში გაიმართება, შემდეგ ევროპის ქვეყნებში - ამბობს ექსპერტი გიორგი წიკლაური :

” თბილისში პრემიერა ჩატარდება ერთდროულად, სინქრონულად ლონდონთან, პარიზთან, რომთან. მოსკოვში , რა თქმა უნდა ამ ფილმის პრემიერა არ შედგება, მაგრამ ვიცი, რომ რუსეთში ამ ფილმის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი არსებობს. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტში ამ ფილმის ტრეილერი რუსი მომხმარებლების მხრიდან, კომენტარები , რა თქმა უნდა, ნეგატიურია, ანუ, ახლა იქ ზღაპრებს მოყვებიანო ჩვენზე, გამოგვიყვანენ ცუდ ჭრილში. მაგრამ მაინც ძალიან აინტერესებთ და ძალიან სურთ ნახონ. იმიტომ რომ ის პროპაგანდისტული ფილმები აგვისტოს ომის შესახებ რომლებიც რუსეთში გადაიღეს, რომლებიც რუსეთის ოფიციალურ ვერსიას იმეორებენ , აღმოჩნდნენ ძალიან პრიმიტიული. იმდენად პრიმიტიული, რომ ამას ადვილად ხვდება თვითონ რუსეთის საზოგადოება, რაც იწვევს მის უკმაყოფილებას. აქ კიდევ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ჰოლივუდი, ეს არის რენი ჰარლინი და ეს არის ენდი გარსია”.

როგორც ცნობილია, 3 დღის წინ თბილისმა რუსეთს სექტემბერ-ოქტომბერში მომხდარი ტერაქტების გამოძიებაში, დახმარების თხოვნით მიმართა. საგარეო უწყებამ ოფიციალური ნოტით შვეიცარიის საელჩოს მიმართა, სთხოვა შუამავლობა რუსეთის გენერალურ პროკურატურასთან. თბილისი მოსკოვს სთხოვს დახმარებას ტერორისტული აქტების მოწყობაში ბრალდებული, ამჟამად აფხაზეთში მყოფი საქართველოს 2 მოქალაქის დაკავებას და გადაცემას და რუსეთის ოფიცრის ბორისოვის ქართველი სამართალდამცველების თანდასწრებით დაკითხვას.

რუსეთი თბილისის თხოვნას უპასუხოდ დატოვებს, თვლის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი.

"რუსეთს პასუხის გაცემა ძალიან გაუჭირდება" - ამბობს ექსპერტი გიორგი წიკლაური .

შეგახსენებთ, 4 დეკემბერს ქართველმა სამართალდამცველებმა, ბოლო დროს საქართველოში მომხდარი ტერორისტული აქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს.

XS
SM
MD
LG