ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის ახალი პრეზიდენტი


გერმანიის კანონმდებლებმა აღმოსავლეთ გერმანელი უფლებადამცველი იოაჰიმ გაუკი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს

გერმანიის პარლამენტის სპიკერის, ნორბერტ ლამბერტის განცხადებით 72 წლის იოაჰიმ გაუკმა კვირას გამართულ არჩევნებზე 1 232 ხმიდან 991 კანონმდებლის მხარდაჭერა მოიპოვა და ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გახდა.

ბატონი გაუკი ყოფილი მღვდელთმსახურია, რომელმაც სახელი აღმოსავლეთ გერმანიაში კომუნისტურ რეჟიმთან ბრძოლით გაითქვა. გერმანიის გაერთიანების შემდეგ ის ქვეყნის ერთ-ერთ ფედერალურ სააგენტოს ხელმძღვანელობდა. იოაჰიმ გაუკის არჩევა ყოფილი პრეზიდენტის, კრისტიან ფულფის კორუფციაში გარევის სკანდალური საქმის შემდეგ პოსტის დატოვებას მოჰყვა.

პრეზიდენტი გაუკი არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ასოცირდება. მისი პოპულარობა გერმანელ ხალხში 80 პროცენტს უტოლდება. ის გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ფართო მხარდაჭერითაც სარგებლობს.

XS
SM
MD
LG