ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ვიკილიკსის“ სკანდალი და საქართველო


„ვიკილიკსის“ სკანდალი და საქართველო
„ვიკილიკსის“ სკანდალი და საქართველო

„ნიუ-იორკ თაიმსი“ საქართველო-რუსეთის ომის მოვლენებს და ამერიკელი დიპლომატების მიმოწერას აანალიზებს

„ნიუ-იორკ იორკ თაიმსმა“ „ვიკილიკსის“ მასალების საფუძველზე გამოაქვეყნა სტატია, რომელიც საქართველოს შეეხება. სტატიის სათაურია: „საქართველოსთან ჩახუტებით შეერთებულმა შტატებმა არასწორად აღიქვა რეგიონის უთანხმოება“. სტატიის ავტორი ჩივერსი თავის დასკვნებს სწორედ იმ საიდუმლო კორესპონდენციაზე დაყრდნობით აკეთებს, რომელიც დიპლომატიურ არხებს შორის იგზავნებოდა და საქართველოში არსებულ ვითარებას ასახავდა.

„დიპლომატიური მიმოწერა აჩვენებს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც საქართველომ რუსეთთან გაამწვავა ურთიერთობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხზე, ვაშინგტონი დაეყრდნო სააკაშვილის მთავრობის ანგარიშებს, როემლიც მათივე ქცევიდან გამომიდნარეობდა. მეზობელ ქვეყნებში, ამერიკელი დიპლომატები ხშირად ინარჩუნებენ პროფესიონალურ დისტანციას და ადგილობრივ მთავრობებთან ფრთხილ დამოკიდებლებას. საქართველოში კი დიპლომატებმა, როგორც ჩანს, გვერდზე გადადეს სკეპტიციზმი და მნიშვნელოვანი და საკამათო მოვლენების ქართულ ვერსია მიიღეს,“ - წერს ავტორი.

ჩივერსი აღნიშნავს, რომ მიმდინარე მოვლენების ოფიციალური ქართული ვერსიები ვაშინგტონში უმეტესწილად დაუბრკოლებლად მიდიოდა. ბოლო დიპლომატიური მიმოწერები რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომის დაწყებამდე კი მიუთითებს, რომ ამერიკის საელჩო ეყრდნობოდა იმ განცხადებებს, რომელიც როგორც აღმოჩნდა არასწორი იყო.

ამის შემდეგ ავტორი აგრძელებს:

„ერთერთი დიპლომატიური წერილის თანახმად, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ ამერიკის ელჩს 7 აგვისტოს შუადღისას განუცხადა, რომ ქართული სამხედრო ნაწილები მზადყოფნაში იმყოფებიან, თუმცა ჯერ არ განლაგებულან, მაშინ როდესაც საქართველოს მძიმე შეიარაღება უკვე კონფლიქტის ზონისკენ მიემართებოდა.“

ამის შემდეგ ჩივერსი აღნიშნავს, რომ ბატონი ქუთელიას განცხადების სისწორემ დიდხანს ვერ გასტანა. ასევე დიპლომატური მიმოწერიდან ირკვევა, რომ საელჩოს ადგილზე ყავდა მივლენილი თანამშრომლები, რომლებმაც ტრასაზე ჩრდილოეთისკენ მიმავალი 30- მდე სამთავრობო ავტობუსი დააფიქსირეს, სადაც სამხედრო ფორმიანი ადამიანები ისხდნენ.

თუმცა, ჩივერსი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, საელჩო მაინც რჩებოდა იმ პოზიციაზე, რომ ქართველები მხოლოდ საბრძოლო მზადყოფნას ინარჩუნებდნენ. ფაქტობრივად კი ჩივერსის თქმით. საქართველომ მძიმე სარაკეტო არტილერიით ცხინვალზე შეტევა მიიტანა 7 აგვისტოს საღამოს 11 საათსა და 35 წუთზე, რითიც დაასრულა მანამდე გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის პირობა. ავტორი აღნიშნავს, რომ ამ დამბომბვამ საქართველო ომში ჩაითრია და ასევე დასავლეთი დაუპირისპირა რუსეთს ისეთ ჩიხურ ვითერაბაში, სადაც ერთ მხარეს იყო რუსული სამხედრო მოქმედებები და მეორე მხარეს კი პატარა ქვეყნის ქცევა, რომელსაც შეერთებული შტატები იარაღით და წვრთნებით ეხმარებოდა.

XS
SM
MD
LG