ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეილი და როსი ახლოაღმოსავლეთს მიფრინავენ


ჰეილი და როსი ახლოაღმოსავლეთს მიფრინავენ

ობამას ადმინისტრაცია სასწრაფოდ აგზავნის ახლოაღმოსავლეთს მის რწმუნებულს დეივიდ ჰეილს და თეთრი სახლის წარმომადგენელს დენის როსს.

ამით ობამას ადმინისტრაცია ცდილობს ხელი ააღებინოს პალესტინელებს მათ ძალისხმევაზე გაეროში მომავალ კვირას დაიწყოს პალესტინის სახელმწიფოებრიობის საკითხის განხილვა, რასაც მკაცრად ეწინააღმდეგება ისრაელი. გუშინ მაღალი რანგის პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა მოჰამედ შტაიეჰმა განაცხადა, რომ პალესტინის ავტონომიის მთავრობა შეეცდება მიაღწიოს გაეროს მხრივ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ ნამდვილი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ პირისპირ მოლაპარაკებების გზით ისრაელსა და პალესტინის ავტონომიას შორის. როგორც კლინტონმა აღნიშნა, ჰეილი და როსი შეხვდებიან ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეტანიაჰუსა და პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს. რეჯებ დაიპ ერდოგანმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს დაუჭერს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას. მისივე თქმით ეს ტურქეთის მოვალეობას კია.

XS
SM
MD
LG