ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო ავღანეთში ახალ გამოძიებას იწყებს


ნატო ავღანეთში ახალ გამოძიებას იწყებს
ნატო ავღანეთში ახალ გამოძიებას იწყებს

ავღანეთში კოალიციური ძალების განცხადების თანახმად დაწყებულია ახალი გამოძიება იმის თაობაზე მართლაც დაიღუპა თუ არა კუნარის პროვინციაში ნატოს მიერ განხორციელებული საჰაეროს დარტყმების შედეგად 9 ბავშვი.

ავღანეთში კოალიციური ძალების განცხადების თანახმად დაწყებულია ახალი გამოძიება იმის თაობაზე მართლაც დაიღუპა თუ არა კუნარის პროვინციაში ნატოს მიერ განხორციელებული საჰაეროს დარტყმების შედეგად 9 ბავშვი. ამის თაობაზე ნატო და ავღანელი ოფიციალური პირები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. ნატო აცხადებს, რომ მეამბოხეებმა რეაქტიული ჭურვები დაუშინეს ნატო ბაზას, რის შედეგადაც მსუბუქად დაიჭრა ერთ-ერთი კონტრაქტორი. ამ განცხადების თანახმად ნატოს საპასუხო ცეცხლის შედეგად 9 მეამბოხე დაიღუპა. ავღანელი ოფიციალური პირები კი ამტკიცებენ, რომ ამ დარტყმის შედეგად 9 ბავშვი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG