ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში არ წყდება საპროტესტო მანიფესტაციები


ეგვიპტეში არ წყდება საპროტესტო მანიფესტაციები

უკვე მესამე დღეა ქაიროში საპროტესტო მანიფესტაციები მიმდინარეობს. აქციაში მონაწილენი მოითხოვენ ეგვიპტის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაკის გადადგომას.

ეგვიპტის უმსხვილესმა ოპოზიციურმა მოძრაობამ, კანონგარეშედ გამოცხადებულმა მუსლიმთა საძმომ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ოპოზიციის ლიდერს მოჰამედ ელ ბარადეის. იგი სიტყვით გამოვიდა ტაჰრირის მოედანზე და განაცხადა, რომ ყველამ უნდა იღვაწოს ახალი ეგვიპტესთვის, სადაც დაცული იქნება ყოველი მოქალაქის თავისუფლება და ღირსება. ახლადჩამოყალიბებულმა ოპოზიციის კოალიციამ, რომელშიც შედის ისლამისტური მოძრაობაც ელ ბარადეის სთხოვა, რომ ეროვნული ერთობის მთავრობა ჩამოაყალიბოს და დაუკავშირდეს ეგვიპტის შეიარაღებულ ძალებს.

XS
SM
MD
LG