სანამ პარლამენტი ამ ინიციატივის გარშემო ბჭობდა პარლამენტის გარეთ გრძელდებოდა შეტაკებები საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. პარლამენტის წევრებმა მოიწონეს პრემიერ-მინისტრ პაპანდრეუს გეგმა, რომლის თანახმად უნდა გაიზარდოს საშემოსავლო გადასახადები, შემცირდეს სახელმწიფო ხარჯები და გაიყიდოს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საკუთრება.