ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი აშშ-ს მოთხოვნას უყენებს


პაკისტანი აშშ-ს მოთხოვნას უყენებს

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რაზა გილანიმ მოთხოვნა წაუყენა აშშ-ს იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონმა პაკისტანის საჰაერო სივრცეში უნდა შეწყვიტოს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება და ამის მაგივრად სადაზვერვო ინფორმაცია უნდა გაუზიაროს ისლამაბადს, რათა პაკისტანმა თვით მოაგვაროს საკუთარ ტერიტორიაზე ტერორისტების პრობლემა.

ეს მოთხოვნა გილანიმ წამოაყენა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის რწმუნებულთან ჯონ ბენერთან ისლამაბადში გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია ამ ორი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა პრობლემების დაძლევაში. მის განცხადებაში ბენერმა მაღალი შეფასება მისცა პაკისტანის ძალისხმევას ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბენერი ისლამაბადში შეხვდა პაკისტანის შეიარაღებული ძალების მეთაურს და პაკისტანში აშშ-ს სრულუფლებიან ელჩს.

XS
SM
MD
LG