ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელბარადეი ეგვიპტის პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლებს


ეგვიპტის კერძო ტელესადგურისთვის ონტივისთვის მიცემულ ინტერვიუში ეგვიპტელმა რეფორმისტმა მოჰამედ ელბარადეიმ განაცხადა, რომ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რომელიც მიმდინარე წელს უნდა გაიმართოს.

ეგვიპტის კერძო ტელესადგურისთვის ონტივისთვის მიცემულ ინტერვიუში ეგვიპტელმა რეფორმისტმა მოჰამედ ელბარადეიმ განაცხადა, რომ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რომელიც მიმდინარე წელს უნდა გაიმართოს. ელბარადეიმ აგრეთვე მოუწოდა ეგვიპტის სამხედრო მმართველებს დააყოვნონ ან სულაც გააუქმონ საკონსტიტუციო შესწორებებზე 29 მარტს დანიშნული რეფერენდუმი. ეს საკონსტიტუციო შესწორებები გულისხმობს პრეზიდენტის მის პოსტზე ყოფნის ორი ოთხწლიანი ვადით დამტკიცებას. ამას გარდა შესაძლებელი გახდება საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობა მიიღონ, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატებმა, ასევე ოპოზიციის წევრებმა, რაც აკრძალული იყო მუბარაკის დროს. ელბარადეი აკრიტიკებს ამ შესწორებებს.

XS
SM
MD
LG