ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი მექსიკის ნარკოკარტელებზე განცხადებას აკეთებს


ვაშინგტონში საგარეო ურთიერთობის საბჭოში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სიტყვა წარმოთქვა. იგი შეეხო მექსიკაში ნარკოკარტელების გააქტიურებას და აღნიშნა, რომ ბოლო დროს ისინი სულ უფრო და უფრო მეამბოხეთა დაჯგუფებებს ემსგავსებიან. მან პარალელები გაავლო მექსიკაში ამ კარტელების მიერ ძალის გამოყენების ფაქტებსა და კოლუმბიაში ნარკო-ბიზნესთა ომს შორის. კლინტონის თქმით მექსიკა უკვე ემსგავსება ოცი წლის წინანდლ კოლუმბიას, როდესაც ნარკო-ბიზნესი კოლუმბიის განსაზღვრულ ნაწილებს აკონტროლებდა. მექსიკის მთავრობის რწმუნებულმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება კლინტონის შეფასებას და რომ ნარკო-კარტელების გააქტიურება უშუალოდაა დაკავშირებული აშშ-ში ნარკოტიკებზე უზარმაზარ მოთხოვნასთან.

XS
SM
MD
LG