ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში აშშ-ს საელჩოს შეუტიეს


სირიაში აშშ-ს საელჩოს შეუტიეს
სირიაში აშშ-ს საელჩოს შეუტიეს

პრეზიდენტ ასადის მომხრეები გარე ძალებს ადანაშაულებენ

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მომხრეებმა დამასკოში შეერთებული შტატების საელჩოზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც შენობა დაზიანდა. სირიელებმა იერიში მას შემდეგ დაიწყეს, რაც აქტივისტებმა და უფლებადამცველებმა სამთავრობო ძალების მიერ ქალაქ ჰომსზე შეტევის შესახებ გაავრცელს ინფორმაცია. მათი თქმით, შეტევის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული და 20-მდე დაჭრილი. ეს კი მას შემდეგ მოხდა რაც დამასკოში ხელისუფლებას და ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. თუმცა, დიალოგის პროცესს მთავარი დისიდენტური ძალები ბოიკოტს უცხადებენ. პრეზიდენტ ასადის მომხრეები კი ქვეყანაში არსებულ დესტაბილიზაციაში გარე ძალებს ადანაშაულებენ.

XS
SM
MD
LG