ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევნილების დაბრუნების მხრივ 2009 წელს ყველაზე უარყოფითად აფასებენ.


დევნილების დაბრუნების მხრივ 2009 წელს ყველაზე უარყოფითად აფასებენ.
დევნილების დაბრუნების მხრივ 2009 წელს ყველაზე უარყოფითად აფასებენ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დევნილთა სააგენტო გასული 20 წლის მანძილზე დევნილების სახლში დაბრუნების მხრივ 2009 წელს ყველაზე უარყოფითად აფასებენ.

დღეს გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ გასულ წელს სახლებში მხოლოდ 251.000 დევნილი დაბრუნდა, 10 წლის წინანდელი მონაცემებით, მშობლიურ მიწას ყოველწლიურად 1 მილიონი დევნილი უბრუნდებოდა.

გაეროს დევნილთა საკითხების უმაღლესი კომისარი ანტონიო გუტერესი მიზეზად ავღანეთში, სომალიში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სუდანსა და ერაყში მიმდინარე ომებს ასახელებს. მისი თქმით, მსოფლიოს დევნილთა უმრავლესობა მსგავს პირობებში უკანასკნელი 5 წელია ცხოვრობს. ეს რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება.

XS
SM
MD
LG