როგორც საფრანგეთის ახალი ამბების სააგენტოს ტელეფონით ლონდონიდან შეატყობინა სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტმა სირიის ქალაქ კისვაში უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს. ჯერ-ჯერობით ვერ იქნა დაზუსტებული დაწრილთა რაოდენობა. როგორც ქალაქ ბარზეს ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა როიტერსის ახალი ამბების სააგენტოს განუცხადა იქ მოწყობილი აქციის დარბევისას ძალოვანებმა ჯერ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს, ხოლო შემდეგ კი აქციის მონაწილეებს ცეცხლოი გაუხსნეს. თურქეთის განცხადების თანახმად გუშინ 1500-ზე მეტმა სირიელმა ლტოლვილმა გადაკვეთა თურქეთ-სირიის საზღვარი. როგორც თურქეთის მთავრობა აცხადებს დღესდღეობით თურქეთის ტერიტორიაზე საგანგებოდ დაცემულ ბანაკში 12 000-მდე სირიელი ცხოვრობს.
დამასკოში მასობრივი ანტი-სამთავრობო აქციის დარბევისას უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მანიფესტანტებს და დაუზუსტებელი მონაცემებით 15 კაცი მოკლეს