ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყს საზღვრების დაცვაში დახმარება დასჭირდება


ერაყს საზღვრების დაცვაში დახმარება დასჭირდება

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ მალიკიმ განაცხადა, რომ ერაყის შეიარაღებულ ძალებს აღარ დასჭირდებათ დახმარება ქვეყნის შინაგანი უშიშროების დაცვაში მას შემდეგ რაც 31 დეკემბრის შემდეგ ამერიკული ძალები დაიწყებენ ერაყიდან გასვლას.

ნური ალ მალიკის თქმით ოფიციალურ ბაღდადს დასჭირდება დახმარება მისი საზღვრების განმტკიცებაში. მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანას გარეშე მტრისაგან თავის დაცვისთვის დამატებითი თანხები და მისი ძალების წვრთნა დასჭირდება. ეს განსაკუთრებით ეხება ავიაციას. დღესდღეობით ერაყის ტერიტორიაზე 50 000 ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეზე ნაკლები ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

XS
SM
MD
LG