ამას წინ უძღვოდა იემენში ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციების ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დარბევა. მოკლულია სამი კაცი. არიან დაჭრილები. გაეროს უშიშროების საბჭომ გუშინ ვერ მიაღწია შეთანხმებას ლიბანისა და გერმანიის მიერ შეთავაზებულ განცხადებაზე, რომელშიც კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებენ თავშეკავება გამოიჩინონ და დაიწყონ დიალოგი. გაეროს ვინაობადაუსახელებელმა ოფიციალურმა პირებმა კერძო საუბარში აღნიშნე, რომ რუსეთმა და ჩინეთმა ხელი შეუშალეს უშიშროების საბჭოს მიერ ამ განცხადების ოფიციალურად მოწონებას. როგორც გაეროში აშშ-ს წარმომადგენელმა სუზან რაისმა განაცხადა განსაზღვრული დელეგაციები ითხოვენ იემენში ხელისუფლების დაუყოვნებლივ შეცვლას. იემენის ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არეულობა მხოლოდ პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის დაუყოვნებლივ გადადგომის შედეგად დასრულდება.
გაეროს უშიშროების საბჭო იემენში კრიზისის ესკალაციის საკითხს იხილავს.
პოპულარული
1