ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიას ახალი სამთავრობო კაბინეტი ჰყავს


სირიას ახალი სამთავრობო კაბინეტი ჰყავს
სირიას ახალი სამთავრობო კაბინეტი ჰყავს

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა გამოაცხადა ახალი სამთავრობო კაბინეტის შექმნა და გასხა განკარგულება მათი ციხეებიდან გათავისუფლების შესახებ, ვინც მონაწილეობა მიიღო ანტი-სამთავრობო აქციებში.

სახელმწიფო ტელევიზიის მიერ სირიაში ახალი კაბინეტის შექმნასა და ციხეებიდან ანტი-სამთავრობო აქციებში მონაწილეთა გათავისუფლებაზე გავრცელებულ ცნობაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე თუ კონკრეტულად რამდენი დაკავებული მოპროტესტე უნდა გაათავისუფლონ ან რამდენი ჰყავთ დაკავებული. ცნობაში ნათქვამია, რომ არ გაათავისუფლებენ მათ, ვინც კრიმინალური დანაშაული ჩაიდინა. ქვეყნის ახალ პრემიერ მინისტრად დაინიშნა სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ადელ საფარი. გაზეთ ვოლ სტრიტ ჯორნალის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად აშშ-ს მთავრობას მიაჩნია, რომ ირანი სირიას უწევს დახმარებას ანტი-სამთავრობო აქციებში მონაწილეებზე ზეწოლაში. კერძოდ იგი საჭირო ელექტროაღწურვილობას აწვდის სირიას, რათა აქციებში მონაწილეთა კომუნიკაცია გააკონტროლო.

XS
SM
MD
LG