ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს


ეგვიპტეს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს
ეგვიპტეს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

ეგვიპტეში მასობრივი საპროტესტო აქციების მოთხოვნები შეიცვალა, მას შემდეგ რაც ეგვიპტეში გუშინ ყოფილი ტრანსპორტის მინისტრი ესამ შარაფი ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.

ეგვიპტეში მასობრივი საპროტესტო აქციების მოთხოვნები შეიცვალა, მას შემდეგ რაც ეგვიპტეში გუშინ ყოფილი ტრანსპორტის მინისტრი ესამ შარაფი ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.საპროტესტო აქციაში მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად ამ ცვლილებისა ისინი მაინც გამოვლენ კაიროში თაჰრირის მოედანზე ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების მოთხოვნით. ხუთშაბათს მოპროტესტეების მთავარი მოთხოვნა აჰმედ შაფიკის გადადგომა იყო. შაფიკი პრემიერ-მინისტრად ჰოსნი მუბარაკის მიერ დაინიშნა სულ ცოტა ხნის შემდეგ, რაც კაიროში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. ჰოსნი მუბარაკის გადადგომის შემდეგ მის მიერ დანიშნული რამოდენიმე მინისტრი ისევ იკავებდა თავიანთ პოსტებს. მათ შორის იყო აჰმედ შაფიკი. ეგვიპტის შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭოს განცხადებით, ახალ პრემიერ-მინისტრს ესამ შარაფს ახალი მთავრობის შექმნა დაევალა.

XS
SM
MD
LG