პაკისტანის ოფიციალურ პირთა განცხადების თანახმად ორ მეჩეთში განხორციელებული ტერაქტების შედეგად პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში დაუზუსტებელი მონაცემებით 71 კაცი დაიღუპა. პირველ აფეთქებას ადგილი ჰქონდა დარა ადამ ხელში. სულ მცირე 66 კაცია მოკლული, ბავშვების ჩათვლით. 80-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. ამ ტერაქტიდან სულ რამოდენიმე საათში, მეორე მეჩეთი აფეთქდა, სადაც 5 კაცი დაიღუპა, ხოლო 21 კი დაიჭრა. აფეთქებებისთვის პასუხისმგებლობა არავის უკისრია.