ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყელმა შიიტებმა ამერიკელი ტყვე გაათავისუფლეს

ერაყელი შიიტების ერთერთი ლიდერის მოქთად ალ-სადრის შეიარაღებულმა ფორმირებამ გუშინ ტყვეობიდან გაათავისუფლა ყოფილი ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც ცხრა თვის მანძილზე ყავდათ დაკავებული. ყოფილი სამხედრო ერაყელმა შიიტებმა ერაყში გაეროს მისიას გადასცეს. ამერიკელი რენდი მაიკლ ჰალცი ერაყის ტელევიზიით აჩვენეს. მის გვერდით სადრის დაჯგუფების ორი კანონმდებელი იდგა. ერთერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ჰალცის სანაცვლოდ ისინი კომპენსაციას არ ითხოვენ და ამერიკელი კეთილი ნებით გაათავისუფლეს, რათა "ისლამის რეალური სახე აჩვენონ."

XS
SM
MD
LG