ბაჰრეინის ხელისუფლებამ გუშინ ქვეყნიდან ორი ამერიკელი უფლებადამცველი გააძევა. გადაწყვეტილების საბაბი ტურისტული ვიზის დარღვევა გახდა, რის საფუძვლადაც ანტისამთავრობო დემონსტრაციაში მათი მონაწილეობა დასახელდა. ბაჰრეინის მთავრობის ინფორმაციით, ამერიკის ორი მოქალაქე ქალი ჰუვაიდა არაფი და რადიკა საინათი დედაქალაქ მანამაში საპროტესტო დემონსტრაციის დროს დააკავეს და შემდეგ ქვეყანა დაატოვებინეს.ბაჰრეინში საპროტესტო გამოსვლა შიიტური დემონოსტრაციების ტალღის წლისთავის აღსანიშნავად მოეწყო.
ბაჰრეინის შიიტურმა ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა