ქალაქის ქუჩებში მძიმე ბრძოლები დღესაც არ წყდება. მოსახლეობა გაქცევით ცდილობს თავს უშველოს. განცხადების თანახმად კადაფის მომხრეები ფაქტობრივად ქალაქის ორ უბანში იმყოფებიან. რევოლუციური ძალები მხრიდან ბრძოლებში ტანკები და არტილერიაა ჩართული.
როგორც ლიბიის დროებითი მთავრობის ძალებმა განაცხადეს, მათ ქალაქ სირტეში პრაქტიკულად მოამწყვდიეს კადაფის ერთგული ძალები.