ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფის ოჯახი დანებებას არ აპირებს


კადაფის ოჯახი დანებებას არ აპირებს

მოამარ კადაფის ვაჟიშვილმა სეიფ ალ ისლამი კადაფიმ განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრები არასდროს დანებდებიან.

მან ეს განცხადება სირიის ტელესადგურისათვის გააკეთა. მისივე თქმით იგი ტრიპოლის შემოგარენშია და მისი ერთგული მებრძოლები ბოლომდე ბრძოლას აპირებენ. ამის პარალელურად მისმა ძმამ საადიმ ალ არაბიას ტელევიზიას განუცხადა, რომ მზად არის ოპოზიციურ ძალებთან ერთად განიხილოს კოალიციური მთავრობის შექმნა, რათა შეწყდეს სისხლისღვრა. მისივე თქმით ამ განცხადების გაკეთების უფლება მას თვით მოამარ კადაფიმ მისცა. კადაფის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდელატი ალ ობეიდი ტრიპოლის შორიახლოს ჰყავთ დაკავებული.

XS
SM
MD
LG