ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები საქართველო-სომხეთის ურთიერთობის თაობაზე


ექსპერტები საქართველო-სომხეთის ურთიერთობის თაობაზე
ექსპერტები საქართველო-სომხეთის ურთიერთობის თაობაზე

დასრულდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ ნალბანდიანის ოფიციალური ვიზიტი თბილისში.

ნალბანდიანი საქართველოს მისი ქართველი კოლეგის გრიგოლ ვაშაძის მიერ აპრილში განხორციელებული ვიზიტის საპასუხოდ ესტუმრა. მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და რეგიონალური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტებზე დღეს კომნეტარს აკეთებენ ჩვენი რესპოდენტები, პოლიტოლოგები ბატონი მამუკა კარტოზია და ნიკა ჩიტაძე.

მ.კ: -" შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის ძალზე საინტერესო გამოდგა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა ეს იყო შეხვედრა რომლის დროსაც გაიმართა მოლაპარაკებები აქტუალურ საკითხებზე. ვიცით ჩვენ ყველამ, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ძალზე ინტენსიური და ძალზე უშუალო აქტიური ურთიერთობები მიმდინარეობს. ისიც ვიცით, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ სივრცეში სომხეთი ძალზე აქტიური მოთამაშეა და საქართველოსთან ერთდ მრავალ გეოპლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით უნისონში და ტანდემში მოქმედება ალბათ უპრიანი იქნება. საინტერესოა აგრეთვე ყარაბახის კონფლიქტის საკითხი. როგორც მასმედიაში, გაიჟღერა, ყაზანში იყო შეხვედრა ყარაბახის კონფლიქიტის მოგავარებასთან დაკავშირებით და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში საქართველოსა და სომხეთს შორის სახელმწიფოებრივი ინტერესების კვეთა ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენი დღევანდელი გეოპოლიტიკური და საერთაშორისო ხედვა გამართლებულია, ანუ პრინციპულად სწორად მიმდინარეობს და ქართული საგარეო პოლიტიკის ორიენტირი და ვექტორი სწორი მიმართულებით მიდის."

ნ.ჩ : -" სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გახლავთ მნიშვნელოვანი ვიზიტი და საპასუხო ვიზიტი, მას შემდეგ რაც რამდენიმე თვის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია სომხეთს. საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია სომხეთთან კეთილ-მეზობლური ურთიერთობების განვითარება. ასევე სომხეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან კეთილ-მეზობლური ურთიერთობების განვითრება. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სომხეთთან ეს ურთიერთობა იქიდან გამომდინარე, რომ სომხეთს შეუძლია მეტად მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი შეასრულოს ჯავახეთის რეგიონში, ვინაიდან სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეების ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში შესაძლებელია ასევე მოხდეს სომხეთის ხელისუფლების მხარდაჭერით. მეორეს მხირვ სომხეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თვითონ ის ფაქტი, რომ ჯავახეთის რეგიონში მაცხოვრებელი სომხები არიან საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია. თვითონ რაც შეეხება სომხეთის ინტერესს საქართველოსადმი ეს არი ის, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთი ახორცილებს თავისი საგარეო ვაჭრობის, ექპორტ-იმპორტის ოპერაციების 70%-ზე მეტს. გარდა ამისა ის ფაქტი, რომ იგეგმება ახალი გზის მშენებლობა საქართველოსა და სომხეთს შორის, რომელიც დააკაშირებს გიუმრის ბათუმთან, აი ეს ფაქტორები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ორ ქვეყანას შორის ინტერესთა დაახლოვების ფარგლებში.

XS
SM
MD
LG