ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-ჩინეთის სტრატეგიული და ეკონომიკური დიალოგი


24-25 მაისს ამერიკა-ჩინეთის სტრატეგიული და ეკონომიკური დიალოგის მეორე რაუნდის ფარგლებში შეერთებული შტატების დელეგაციის პეკინში ვიზიტის დროს, სახლემწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა: „შეერთებული შტატების და ჩინეთის ცალმრივად მოქმედებით, მსოფლიო პრობლემების მხოლოდ მცირე ნაწილი შეიძლება მოგვარდეს, ისევე როგორც პრობლემების მცირე ნაწილი შეიძლება გადაიჭრას ჩინეთის და შეერთებული შტატების ერთობლივად მუშაობის გარეშე.“

სახელმწიფო მდივან კლინტონის განცხადებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა იმ მიმართულებით, რაც ორივე მხარის საერთო შეშფოთების საგანს წარმოადგენს, თუმცა ამ მიმართულებით, კვლავ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევის დასაძლევად, შეერთებული შტატები და ჩინეთი გააგრძელებენ მჭიდრო კონსულტაციებს ირანის ბირთვული პროგრამის საფრთხის დასაძლევად. საერთაშორისო შეშფოთების საკითხს ასევე წარმოადგენს ჩრდილოეთ კორეის საკითხიც.

გასულ წელს გაეროს უშიშროების საბჭომ მკაცრი რეზოლუცია მიიღო ჩრდილოეთ კორეის ბირთვული გამოცდებთან დაკავშირებით. „და დღეს, - განაცხადა კლინტონმა -ჩვენ მეორე სერიოზული გამოწვევის პირისპირ ვდგავართ, რაც სამხრეთ კორეის გემის ჩაძირვითაა გამოწვეუყლი. ამდენად ჩვენ ამ გამოწვვევის დასაძლევად ერთობლივად უნდა ვიმუშავოთ და ხელი უნდა შევუწყოთ ჩვენს საერთო მიზანს, რომელიც კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარებას ისახავს მიზნად.“

რაც შეეხება კლიმატისა და ენერგეტიკის საკითხებს შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს რომელიც ახალი, სუფთა ენერგიის კვლევას და ამ საკითხზე ერთობლივი ცენტრის შექმნას ისახავს მიზნად. ცენტრი ხელს შეუწყობს ამერიკელი და ჩინელი მეცნიერების თანამშრომლობას სუფთა საწვავის და ენერგოეფექტურობის საკითხებში, რაც მოიცავს ნახშირბადის მოპოვებასა და შენახვას და ასევე დაბალი გამონაბოლქვის ავტომობილების შექმნას.

შეერთებულმა შტატებმა ასევე დაიწყო, ახალი დიალოგი განათლებისა და კულტურის სფეროში, რაც ამერიკელი და ჩინელი ხალხების დაახლოვებას და თანამშრომლობას გულისხმობს. ამ პროექტის ფარგლებში მომავალი ოთხი წლის მანძილზე, ჩინეთში ამერიკელი სტუდენტების რიცხვი ასი ათასამდე უნდა გაიზარდოს. შეერთებული შტატები ასევე აგრძელებს ადამიანის უფლებათა საკითხების თემას და ჩინეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს უნიკალური კულტურა და ისტორიაა გააჩნიათ. „მაგრამ ჩვენ ვიცით - დასძინა კლინტონმა- რომ ჩვენ მომავალი, გამოწვევები და შესაძლებლობები ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ. ჩვენ განსხვავებული გზებით მოვდივართ, მაგრამ საერთო მომავლის შექმნა ჩვენს პასუხისმგებლობას წარმოადგენს“


XS
SM
MD
LG